30 ნოემბერი, 2016

ქართველი რეჟისორის სპექტაკლი ბარსელონაში

blefi“ბლეფი” – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელსაც მაყურებელს ქართველი რეჟისორი ლუკა ჩხაიძე ბარსელონაში თეატრში RAI 16 დეკემბერს წარმოადგენს.

სპექტაკლი დადგმულია პანტომიმის სახელმწიფო თეატრში 2005 წელს.

ლუკა 17 წლის მანძილზე თეატრის მსახიობი იყო, მაგრამ ყოველთვის იზიდავდა რეჟისურა. მას არაერთი საინტერესო სპექტაკლი აქვს დადგმული პანტომიმის თეატრში, მათ შორის “ლუარსაბი”, რომელიც 3 დეკემბერს იქნება წარმოდგენილი.

მან მაქსიმალურად შეისწავლა შალიკაშვილის სტილი და დღეს ბარსელონაში მოღვაწეობს. ის დღესაც აქტიურად არის ჩართული ქართული პანტომიმის თეატრის განვითარებაში და წინსვლაში…

2017 წელს იგეგმება პანტომიმის თეატრის მოგზაურობა ესპანეთში, რომელიც ლუკა ჩხაიძესთან ერთად გამართავს არაერთ საინტერესო ქართულ სპექტაკლს, ასევე იგეგმება ქართული პანტომიმის, შალიკაშვილის სტილის პანტომიმის მასტერკლასები.

luka-barselona