26 ნოემბერი, 2016

“თუ ვინმე იცნობთ გიორგაძეს ან ჯეჯელავას, ეგებ სასწრაფოდ მიაწვდინოთ ხმა, ვანდალიზმს ნუ ჩაიდენენ!”

mejvrisxevi– ამ განცხადების ავტორი განათლებისა და მეცნიერების და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებს მიმართავს და სოფელ პატარა მეჯვრისხევის 140 წლიანი ისტორიის სკოლის დანგრევას აპროტესტებს.

გიორგი მარგიშვილი:

“თუ ვინმე იცნობთ გიორგაძეს ან ჯეჯელავას, ეგებ სასწრაფოდ მიაწვდინოთ ხმა, რომ ვანდალიზმს ნუ ჩაიდენენ!

ესაა სოფელ პატარა მეჯვრისხევის სკოლა, რომელიც უკვე 140 წლისაა და დავით სარაჯიშვილის დის მიერაა დაფუძნებული ჩიკოიძეების საცხოვრებელ სახლში.

მის დემონტაჟზე ნებართვაა უკვე გაცემული იმ მოტივით, რომ ძეგლად არაა აღნუსხული და ახალი სკოლის აშენება უნდათ….

დემონტაჟი 100 ლარადაა შეფასებული https://www.eauction.ge/Home/PrintPage/360793

ადგილობრივების აქტივობის შედეგად რამოდენიმე დღით შეჩერდა დემონტაჟი.

შენობის აგურის კედლები იდეალურ მდგომარეობაშია, მერქნისა ბუნებრივია ზოგან ამორტიზირებული, ხოლო მარანში კი დიდი მოცულობის ქვევრები, რისი ნახვაც ვერ მოვახერხე.
ესაა შედეგი კულტურის და ძეგლთა დაცვისა და განათლების სამინისტროების შეხმატკბილებული მოღვაწეობისა.

ასეთ დღეში ხომ ბევრი ისტორიული შენობა შეიძლება ჩავარდეს! როგორ გესახებათ ამ შენობის გადარჩენის პერსპექტივა?”

skola