ისტორიკოსი ბუბა კუდავა ტაო კლარჯეთში მდებარე ერთ-ერთი უძველესი ქართული კულტურული ძეგლის, იშხნის ეკლესიასთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას და ფოტოს ავრცელებს.
ბუბა კუდავა:
“უახლესი ინფორმაცია – იშხნის იატაკი!!!
არცერთი ძველი იატაკი არა გვაქვს ასე სრულად და ასე მორთულად… რამდენი ასეთი ან მსგავსი რამ გვექნებოდა…
ისევ ტაო-კლარჯეთია პირველი!
დიდი და სასიხარულო სიახლე.
სამწუხაროა, რომ რესტავრაციაც და აღმოჩენებიც კვლავ უჩვენოდ ხდება.
შეხედეთ, დატკბით, იამაყეთ…
გაგიჟება შეიძლება!..”