1 ოქტომბერი, 2016

საზოგადოების დახმარება კიდევ ერთ ხელოვანს ესაჭიროება

archil6ბოლო პერიოდში საზოგადოების დახმარება არაერთ ადამიანს სჭირდება. მათ შორის არიან ხელოვანებიც. კეთილი ადამიანები ცდილობენ მათი გაუსაძლისი ყოფა ცოტათი მაინც შეუმსუბუქონ.

“არტინფო” გაგაცნობთ კიდევ ერთ ხელოვანს, რომელიც ავლაბარში 6 კვადრატული მეტრის პატარა ოთახში ცხოვრობს:

“გაიცანით არჩილ ჯაფარიძე ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი.

ცოტა ხნის წინ მას კარგი ჯანმრთელობა, სახლი და საინტერესო სამსახური ჰქონდა – დეკორატორად მუშაობდა ფილარმონიაში. მაგრამ არაფერია ამქვეყნად სამუდამო.

არჩილმა დაკარგა სახლიც, სამსახურიც, ოჯახიც დაენგრა… ახლა სრულიად მარტო, ავლაბარში, ავლაბრის ქუჩა N23-ში, 6 კვადრატული მეტრის პატარა ოთახში ცხოვრობს. აქ საშინელი ნესტია, ოთახი სავსეა ბაღლინჯოებით, რომელთა მოსპობაც შეუძლებელია. რკინის საწოლზე ლეიბის მაგივრად ფიცრები დევს, თეთრეულის მაგივრად მუყაოს ქაღალდია დაფენილი, საბნის მაგივრობას კი ძველი პლედი უწევს.

ar

ბოლო დროს, ბატონი არჩილის მდგომარეობა ავადმყოფობის გამო გაუარესდა. მას ტროფიკული წყლული განუვითარდა, კიდურები დაუსივდა, ჭრილობებიდან ჩირქი სდის… არჩილს საშინელი ტკივილები აწუხებს, სამკურნალოდ ფული არ აქვს და დახმარების სათხოვნელადაც ვერავის მიმართავს!

arch

ეს ბატონი არჩილის ნახატებია. ის მუყაოზე საწერი კალმით ხატავს.

ხელოვანის დასახმარებლად ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას მედიკამენტების, პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად.

თქვენი უმნიშვნელო დახმარება და მცირეოდენი ყურადღება ამ მარტოხელა ადამიანს ცხოვრებას შეუმსუბუქებს.

თუ გსურთ დაეხმაროთ ბატონ არჩილს, დარეკეთ სპეციალურ ნომერზე: 0901 200 270

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ბატონ არჩილს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის “სოციალური პარტნიორობა” ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: არჩილ ჯაფარიძე) ან პირდაპირ საიტიდან: www.fsp.ge/ge/donate/153/

თქვენს გარდა მას არავის იმედი აღარ აქვს!”