Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“როგორ არ უნდა ვიყო სიგიჟემდე ამაყი…”

2 ოქტომბერი, 2016

nikoloz4ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საზოგადოებას უზიარებს ვიდეოჩანაწერს, რომელიც პარიზის ოპერაში დადგმულ “სამსონ და დალილას” შეეხება. საოპერო სპექტაკლში დალილას პარტიას მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ასრულებს.

ნიკოლოზ რაჭველი:

“როგორ არ უნდა ვიყო სიგიჟემდე ამაყი… ნახეთ, მეგობრებო, ნახეთ რა ხდება პარიზის ოპერაში ანიტას გამოსვლაზე… სპეციალურად მისთვის დადგა პარიზმა “სამსონ და დალილა”… იგივე მეორედ მოსვლაა მის გამოჩენაზე ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში, მილანის ლა სკალაში, რომში, ტორონტოში, ბერლინის ოპერაში, აგერ პარიზში…

ზუბინ მეტა ამბობდა, 6 ათეული წელია პულტთან ვდგავარ და მსგავსი მეცო-სოპრანო არ მომისმენიაო… იგივე გვითხრა ამ ზაფხულს დანიელ ბარემბოიმმაც, ბოლობოლო მისი აღმოჩენაა. გუსტავო დუდამელი რომ გავიცანი, მხოლოდ ანიტა ეკერა მასაც პირზე…

ჩემთვის ეს ადამიანი რამდენს ნიშნავს სიტყვებით ვერ გამოვთქვავ. ერთი სული მაქვს ვნახო და მოვისმინო მისი დალილა და უკვე სპექტაკლის შესახებ გაგიზიაროთ შთაბეჭდდილებები.
ანიტა გილოცავ!”