11 ოქტომბერი, 2016

ქართველი პიანისტის წარმატება პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე

davit-khrikuliზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ X კლასის მოსწავლემ დავით ხრიკულმა არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა ახალგაზრდულ საერთაშორისო კონკურსზე (1st Arthur Rubinstein international youth piano competition) წარმატებას მიაღწია.

ახალგაზრდა პიანისტმა III პრემია მოიპოვა და ლაურეატის წოდებაც დაიმსახურა. დავით ხრიკულს ასევე გადაეცა სპეციალური პრიზი „შუბერტის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“.

კონკურსი 29 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით ჩინეთის ქალაქ პეკინში პირველად გაიმართა.

დავით ხრიკული კონკურსზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრა და საქართველო ღირსეულად წარადგინა. პიანისტი სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და გრან-პრის მფლობელია.

pekini

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი” ულოცავს თავის აღსაზრდელს და მის პედაგოგს, ემერიტუს რევაზ თავაძეს ამ გამარჯვებას და მომავალშიც დიდ შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს!

სკოლის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერისათვის.