ქართული ფილმი მთავარი პრიზის მფლობელია

1dedaმაკედონიის ქალაქ ტეტოვოში დასრულდა საერთაშორისო კინოფესტივალი (Tetova International Film Festival), რომელიც წელს მეხუთედ გაიმართა.

კინოფესტივალზე 855 ფილმიდან ორგანიზატორების მიერ მხოლოდ 36 ფილმი შეირჩა 25 ქვეყნიდან. რჩეულთა შორის აღმოჩნდა საქართველოც. რეჟისორ რატი წითელაძის ფილმმა “დედა” კინოფესტივალის მთავარი პრიზი დაიმსახურა.

“დედა” მოკლემეტრაჟიანი ფილმია და მასში მთავარ როლს მწერალი და მსახიობი ნინო ვარსიმაშვილი ასრულებს.

ფილმი ყველა მარტოხელა დედას ეძღვნება და ის უკვე მსოფლიოს მასშტაბით 30-ზე მეტ ფესტივალზე აჩვენეს.