7 ოქტომბერი, 2016

მანანა დოიაშვილი გაქურდეს

manana-doiდრამატურგი მანანა დოიაშვილი გაქურდეს. შემთხვევა ვაკეში მოხდა.

რეჟისორ დავით დოიაშვილის და საზღვარგარეთიდან რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა და მას სახლი გატეხილი დახვდა.

ინფორმაცია მანანა დოიაშვილმა თავად გაავრცელა:

“ჩამოვედი წუხელ ღამე. სახლი გატეხილი დამხვდა.

დაკარგულია 4 ლეპტოპი მხოლოდ ბავშვების, ჩემი და ნიკასი. დანარჩენი ყველაფერი ადგილზეა ტელევიზორების ჩათვლით.

ეს ყველაფერი ცენტრალურ ვაკეში ხდება და გაგებითაც ვეკიდები!”