Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხატია მიყვარხარ! – კრის მარტინის მიმართვა ქართველ პიანისტს

11 ოქტომბერი, 2016

1xatia-da-coldplayქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დაჯილდოების ცერემონიალზე Echo-Klassik 2016 წლის საუკეთესო სოლო ჩანაწერისთვის დააჯილდოვეს.

ბერლინის საკონცერტო დარბაზში გამართულ საზეიმო გალაკონცერტზე ქართველი პიანისტი შეკრებილ საზოგადოებას ჯგუფის COLDPLAY სოლისტმა კრის მარტინმა წარუდგინა.

ბრიტანელი მომღერალი დამსწრეებს მიესალმა და ხატიას ჯილდოს მიღება მიულოცა.

ხატია ბუნიათიშვილმა კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის მოდესტ მუსორგსკის საფორტეპიანო ციკლიდან “სურათები გამოფენაზე” “Die Hütte der Baba-Jaga” & “Das große Tor von Kiew” შეასრულა.