Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ილია ჭავჭავაძის “სარჩობელაზედ” მოზარდ მაყურებელთა თეატრში

10 ოქტომბერი, 2016

moz-preილია ჭავჭავაძის მოთხრობა “სარჩობელაზედ” ქართულ ლიტერატურაში კლასიკად არის აღიარებული.

საზოგადოების გულგრილობაზე დაწერილი მოთხრობა თეატრის სცენაზე რეჟისორმა ოთარ ბაღათურიამ გადაიტანა და რამდენიმე დღეში პრემიერას შესთავაზებს მაყურებელს.

15 და 16 ოქტომბერს 19 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე საპრემიერო სპექტაკლები გათამაშდება.

სპექტაკლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ოთარ ბაღათურიაა, დამდგმელი მხატვარი აივენგო ჭელიძე, ქორეოგრაფი ანანო სამსონაძე, სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელი კი ალექსი ტურიაშვილი.

ოთარ ბაღათურიას მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო არჩაია, ქეთი ჩაჩუა, გია გოგიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, ცოტნე საგინაძე, რატი ნავაძე, ლაზარე კერვალიშვილი, რაჟდენ კერვალიშვილი, პაატა კიკვაძე, სოსო მოლოდინაშვილი, საბა ქარაული და მერაბ შარიქაძე.

წარმოდგენაში საუბარია საზოგადოების გულგრილობის პრობლემაზე, რომელმაც დანაშაულისთვის, შემდეგ კი უსასტიკესი სასჯელისთვის გასწირა ახალგაზრდა.

სპექტაკლი ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.