4 ოქტომბერი, 2016

გიორგი სუხიტაშვილი საავადმყოფოში მოხვდა

giorgi-suxitaთბილისის ბიგ ბენდის სოლისტი, “ჯეოსტარის” გამარჯვებული გიორგი სუხიტაშვილი საავადმყოფოში მოხვდა.

მას ოპერაცია თბილისში, მედიქლაბ ჯორჯიას სტაციონარში ჩაუტარდა.

ამჟამად მომღერალი საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობს:

“ყველაფერმა მაგრად ჩაიარა, მადლობა და ბოდიში, რომ დაგზაფრეთ ისინი, ვინც არ იცოდით…”