Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქუინსი ჯონსმა გუნდში ქართველი აიყვანა

2 სექტემბერი, 2016

nikusha-kandelaki1მსოფლიო ლეგენდა ქუინსი ჯონსი, რომელმაც თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ჯაზის ისტორიაში, საქართველოს ამ ზაფხულს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე სტუმრობდა.

კომპოზიტორმა თავის გუნდში ქართველი აიყვანა.

ნიკუშა კანდელაკი კომპანია “ისთერნპრომოუშენის” წევრია. მას ჯაზის სიყვარული მამის, კახა კანდელაკისგან ერგო. სწორედ ნიკუშა იმუშავებს ლეგენდარულ ხელოვანთან.

ინფორმაცია ამის შესახებ ნიკუშა კანდელაკმა თავად გაავრცელა:

“თავს დალოცვილად ვგრძნობ. ამდენი მძიმე მუშაობისა და ჩემი ყველანაირი მცდელობის შემდეგ, შრომა დამიფასდა იმაზე მეტად, ვიდრე ამას ველოდი.

რამდენიმე დღის წინ, მივიღე იმეილი დაუჯერებელი ახალი ამბით. ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ, ქუინსი ჯონსის პროდაქშენის წევრი გავხდები. შეუფასებელ გამოცდილებასა და ცოდნას მივიღებ 2017 წლის იანვრიდან.

უდიდესი პატივია, რომ ცოცხალი ლეგენდის, ქუინსი ჯონსისა და მისი გუნდის მუშაობაში მივიღებ მონაწილეობას და ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათი მოლოდინი და იმედები გავამართლო.

მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში მხარს მიჭერდა.

გაკვეთილი პირველი: ყოველთვის მიეცით მოტივაცია საკუთარ თავს, რომ იმუშავოთ გულმოდგინედ და ერთ დღეს შედეგი აუცილებლად დადგება.”