Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი სოპრანო მე-12 სართულიდან გადმოვარდა

11 სექტემბერი, 2016

ana125 წლის ქართველი სოპრანო ანა ბუბაშვილი მე-12 სართულიდან გადმოვარდა.

სამწუხარო ინფორმაცია მისმა უფროსმა კოლეგამ თამარ ივერმა გაავრცელა:

“მოსკოვში, მე-12 სართულიდან გადმოვარდა. დედა სულ მასთან იყო… ცოტა ხნით თბილისში ჩამოვიდა და ბრუნდებოდა.

დღეს რომ ჩავიდა… კორპუსში მივიდა ბარგით და ასეთი საზარელი სიტუაცია დახვდა. პოლიციის ლენტებით შემორაგული ეზო და ბინა.

ექსპერტიზა გაარკვევს, თვითმკვლელობა იყო, თუ რაიმე ფაქტორის ზემოქმედება.

საშინელი, ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა!!! 5 წლის წინ ასევე დაკარგა 14 წლის საღ-სალამათი ძმა… ექსკურსიაზე გული გაუსკდა ბავშვს.

რა დააშავა ამ ოჯახმა არ ვიცი. შოკში ვართ ყველა!!”