15 სექტემბერი, 2016

ქართველი მუსიკოსი MTV-ზე

koka-nikoladze-emtivize1MTV-ზე მოხვედრა ნებისმიერი მუსიკოსისთვის ყველაზე დიდი ოცნებაა. გამონაკლისები არც ქართველი ხელოვანები არიან.

MTV მოვლენაა და მასზე მოხვედრის შანსი მხოლოდ რჩეულების ხვედრია. სწორედ ამ რჩეულებს შორის მოხვდა ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი კოკა ნიკოლაძე, რომელიც თავისი გამოგონილი მუსიკალური ყუთებით მსოფლიოს აოცებს. კოკა ნიკოლოშოუს წევრი და გია ნიკოლაძის ძმაა, რომელიც ახლა ნორვეგიაში ცხოვრობს.

ინფორმაცია MTV-სთან დაკავშირებით კოკა ნიკოლაძემ თავად გაავრცელა:

“ძალიან მიხარია! ოქტომბერში ვიქნები წარმოდგენილი “MTV-ს დამანგრეველ ფესტივალზე” მექსიკო სიტიში. საოცარი სიურპრიზია, როცა პოპ კულტურა და “თანამედროვე მუსიკის” კულტურა შედიან დიალოგში!”