ქართველი მსახიობები პოლონეთში საუკეთესოებად დაასახელეს

ioseliani-surmavaორი ქართველი მსახიობი რამაზ იოსელიანი და გია სურმავა პოლონეთში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლებად დაასახელეს.

ინფორმაციას ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დავით მღებრიშვილი ავრცელებს:

“ფოთის თეატრი! რამაზ იოსელიანი და გია სურმავა! მამაკიცის როლის ორი საუკეთესო შემსრულებელი!!!!! სპექტაკლი “ჩარეცხილები” სლავომირ მროჟეკი! რეჟისორი: დარიუშ ეჟერსკი! ფესტივალი პროკონტრა, შიცინი, პოლონეთი!”