Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მოზარდ მაყურებელთა თეატრის საჩუქარი პატარებს

8 სექტემბერი, 2016

gastroli1ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ პატარებს საჩუქარს ემზადებს.

15-22 სექტემბრამდე თეატრი გასტროლით ესტუმრება საგარეჯოს, თელავს, პანკისის ხეობასა და გორს.

სასწავლო წლის დაწყებას მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებს მუსიკალური სპექტაკლით „შოუ ზღაპართა ქვეყანაში“ მიულოცავს.

19-22 სექტემებრს კი მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი საერთაშორისო გასტროლით აზერბაიჯანში გაემგზავრება. ქალაქ შეკის მეორე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ქართველები წარმოადგენენ თოჯინურ სპექტაკლს „სევილიელი დალაქი“.