17 სექტემბერი, 2016

მერაბ ბერძენიშვილი გარდაიცვალა

merab-berdzenishvili1მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კოტე მარჯანიშვილი, შოთა რუსთაველი, გიორგი სააკაძე, დავით აღმაშენებელი, მუზა, დავით გურამიშვილი, კიდევაც დაიზრდებიან, დიდების მემორიალი – ეს მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევრების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

სამწუხარო ინფორმაცია ქართველი მოქანდაკის გარდაცვალების შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა გაავრცელა:

“ძალიან, ძალიან დიდი პიროვნება გარდაიცვალა – მერაბ ბერძენიშვილი… საშინლად ვწუხვარ…”