Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დევნილი მოზარდები დაესწრებიან

8 სექტემბერი, 2016

ilia1უკვე მეორე წელია „ეროვნული იმპერატივის“ მიერ განხორციელებულ პროექტს „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ეროვნული და საზოგადოებრივ-კულტურული მნიშვნელობის გარდა, სოციალური პასუხისმგებლობაც შეემატა.

წელს პროექტის „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე დასასწრებად ორგანიზატორებს ჩამოჰყავთ კოდის, ფრეზეთის და წილკანის დევნილთა დასახლებებიდან 50-50 მოზარდი, რომლებიც შეძლებენ უკეთ გაეცნონ ილია ჭავჭავაძის პიროვნებას, მისი მოღვაწეობის მნიშვნელობას და ნახონ მრავალი მათთვის ახალი მხატვრულ-თეატრალიზებული დადგმები და ლიტერატურული კომპოზიციები, მოუსმინონ ცნობილ პოეტებს, ისტორიკოსებსა და მსახიობებს.

ამ 150 მოზარდისათვის, რომელებიც მათი სოციალური, გეოგრაფიული თუ სხვა ობიექტური მიზეზების გამო, მნიშვნელოვანწილად მოკლებული არიან კულტურულ-შემეცნებით აქტივობებს, ყურადღების და მზრუნველობის ჟესტის გარდა, მრავალი ახალის გაგების და შეცნობის საწინდარიც იქნება, რაც მათი განვითარებისათვის გადადგმული ერთ-ერთი მოკრძალებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

– დანანებით უნდა ვთქვათ, რომ მსგავსი ინიციატივებისადმი აბსოლუტურად ინდეფერენტულია დევნილთა სამინისტრო, რომელსაც არც შარშან და არც წელს არ გამოუხატავს არა თუ მზაობა, ნებაც კი, თუნდაც სულ მცირე დახმარება გაეწია ჩვენთვის ამ საკითხში. ამის პარალელურად კი დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს თანაორგანიზატორს „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდს“, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას საპატრიარქოსთან არსებულ მოძრაობა „დავიათიანნს“ და საქართველოს საპატრიარქოს, რომელთა დახმარებითაც შევძლებთ წელს ზემოხსენებული დასახლებებიდან ჩამოვიყვანოთ დევნილი ახალგაზრდები ილია ჭავჭავაძის ფენომენის საზიარებლად, – აცხადებენ „ეროვნული იმპერატივის“ წარმმადგენლები.

პროექტი „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს 12 სექტემბერს ხოციელდება და 13 საათზე სიონის ტაძრის ეზოდან დაიწყება. ღონისძიებების კი დაგეგმილია 15 საათზე მთაწმინდის პანთეონში, 17 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ღონისძებებზე დასწრება კი ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია.

ფოტოებზე: „ეროვნული იმპერატივის“ წარმომადგენლები ფრეზეთის, წეროვანის და კოდის დევნილთა დასახლების მოზარდებთან ერთად, მათ მიერ კონკრეტულ დასახლებებში განხორციელებული პროექტების დროს. 

erovnuli