“ძალიან სირცხვილია!”

zaza-urushadze3რეჟისორი ზაზა ურუშაძე თავისი საქმის ერთგულია და არასოდეს გამოირჩევა ხმამაღალი განცხადებებით, თუმცა არის მომენტები, როდესაც მისთვის გაჩუმება შეუძლებელია.

ამჯერად რეჟისორი ქართული საზოგადოების და სასულიერო პირების ნაწილის საქციელმა გააღიზიანა, რომლებიც საქართველოში რომის პაპის ჩამოსვლას აპროტესტებენ.

ზაზა ურუშაძე:

“რა საშინელებაა ფანატიზმი, შეზღუდული, პრიმიტიული აზროვნება, რა განცხადებებს აკეთებს ზოგიერთი ვითომ სასულიერო პირი და ვითომ მორწმუნენი, საერთოდ ვერ აღიქვამენ ძირითად პრინციპებს და ღირებულებებს, რაზეც დგას ქრისტიანული რელიგია.

ზუსტად ასეთი ადამიანები უწევენ დისკრედიტაციას ეკლესიას, გაუნათლებლობის ბრალია. არ შეიძლება რამე ტრენინგების მსგავსი ჩაუტარდეს ამ ადამიანებს?

მაგრამ, ალბათ არაფერი უშველით, ძალიან სირცხვილია – პაპი აგრესორიო კაცო!!!!!!!”