8 სექტემბერი, 2016

ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა და ჟიური ცნობილია

batumis-kinofestivali1BIAFF – ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 18-25 სექტემბერს ჩატარდება.

კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი ბათუმის მერია.

კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა საერთაშორისო კონკურსის სექციისთვის და ცნობილია ჟიურის შემადგენლობაც. საკონკურსო ფილმები ნაჩვენები იქნება სამ სექციაში – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში.

კინოფესტივალის თითოეულ საკონკურსო სექციას შეაფასებს საერთაშორისო ჟიური ხუთკაციანი შემადგენლობით.

მხატვრული ფილმების სექციის ჟიური:

ჟიურის თავმჯდომარე დიტო ცინცაძე (საქართველო), მაჰტაბ კერამატი (ირანი), რებეკა ლენკიევიჩ (დიდი ბრიტანეთი), ლიზა ანტონოვა (რუსეთი), გულნარა აბიკიევა (ყაზახეთი).

დოკუმენტური ფილმების სექციის ჟიური:

ჟიურის თავჯდომარე მარინა რაზბეშკინა (რუსეთი), ელჰუმ შეიკრიფარი (დიდი ბრიტანეთი), ნარგიზ ბაგირზადე (აზერბაიჯანი), ოლეს იანჩუკ (უკრაინა), გივი ბესიკ ოდიშარია (საქართველო).

მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის ჟიური:

ჟიურის თავჯდომარე ზაზა ხალვაში, იულია სინკევიჩი (უკრაინა), დავით მურადიანი (სომხეთი), დილარა ტასბულატოვა (რუსეთი), ზურაბ სტურუა (საქართველო).

წლევანდელ კინოფესტივალზე მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 9 ფილმი:

“აღსარებები”, რობერტო ანდო, იტალია/საფრანგეთი, 2016; 103 წთ.
“სიკვდილი სარაევოში”, დენის ტანოვიჩი, საფრანგეთი/ბოსნია ჰერცოგოვინა, 2016; 85 წთ.
“უღმერთო”, რალიცა პეტროვა, ბულგარეთი/დანია/საფრანგეთი, 2016; 99 წთ.
„ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016; 87 წთ.
„მასწავლებელი“, იან ჰრებეიკი, სლოვაკეთი/ჩეხეთი, 2016; 102 წთ.
„მე – ოლგა ჰერპანოვა“ , პეტრ კაზდა/ტომას ვაინრები, ჩეხეთი/პოლონეთი/სლოვაკეთი/ საფრანგეთი, 2016; 106 წთ.
„სიყვარულის შეერთებული შტატები“, ტომაშ ვასილევსკი, პოლონეთი/შვედეთი, 2016; 104 წთ.
„ქალიშვილი“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2016; 103 წთ.
“რაუფი”, სონერ კარენი/ბარის კაია, თურქეთი, 2016; 94 წთ.

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 9 ფილმი:

„ახლო ურთიერთობები“, ვიტალი მანსკი, გერმანია/ლატვია/ესტონეთი/უკრაინა, 2016; 112 წთ.
„ჩიხი“, ხარუტუნ ხაჩატრიანი, სომხეთი, 2016; 94 წთ.
„დიბუკი”, კშიშტოფ კორფჩინსკი, პოლონეთი/უკრაინა/შვედეთი, 2015; 85 წთ.
„მოგონებათა უმანკოება“, გრანტ ჯი, დიდი ბრიტანეთი, 2015; 80 წთ
„განათლებულთა მიწა“, პიტერ ჟან დე პუ, ბელგია/ირლანდია/ჰოლანდია/გერმანია, 2015; 87 წთ.
„ველური ქალები – ნაზი მხეცები“, ანკა შმიდი, შვეიცარია, 2015; 96 წთ.
„მოძრავი კინოთეატრის მოგზაურები”, შირლი აბრაამი/ამით მანდეშია, ინდოეთი, 2016; 96 წთ.
„წელიწადის დროები ქუინსიში: ჯონ ბერგერის ოთხი პორტრეტი“, კოლინ მაკკეიბი /ტილდა სუისტონი / ქრისტოფერ როთი / ბარტეკ დზიადოსცი, დიდი ბრიტანეთი, 2016; 89 წთ.
„ლტოლვილი გემი „ენგური“, ვახო ვარაზი, საქართველო, 2016.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 25 ფილმი:

“დაკარგული სოფელი“, გიორგი თოდრია, საქართველო / ესპანეთი, 2016; 15 წთ.
„დღის ბოლომდე“, ანა სარუხანოვა, საქართველო, 2016; 15 წთ.
„ლეთა“, დეა კულუმბეგაშვილი, საქართველო, 2016; 15 წთ.
„მეზობლები“, გაბრიელ ხოტივარი, საქართველო / გერმანია, 2016; 14:35 წთ.
„სტუმარი“, ნინო შაბურიშვილი, საქართველო / საფრანგეთი, 2016; 16 წთ.
„შესვენება“, გიორგი თავართქილაძე, საქართველო, 2015; 12 წთ.
“აღამასვლა”, პედრო პერალტა, პორტუგალია, 2016; 18 წთ.
“გაზიარებული სიყვარული”, კრისტინა დი კაზინი, იტალია, 2016; 15 წთ.
“როცა ზარების ხმა გესმის”, ჩაბნეიმ ზარიაბი, საფრანგეთი/ტუნისი, 2015; 25 წთ.
“შეეგუე”, გასპარ ფეჰერი, უნგრეთი, 2015; 6:38 წთ.
“ჯოჯოხეთის კარიბჭე”, კონსტანტინა კოტზამანი, საბერძნეთი, 2016; 30 წთ.
“ჰერ ბიჯი” ფუატ კურტოღლუ, თურქეთი, 2016; 4 წთ.
“დაკარგული მიწა“, ჰავრაზ მოჰამედი, ერაყი, 2016; 10 წთ.
„დედა“, პიოტრეკ გოლებიოვსკი, პოლონეთი, 2016; 27 წთ.
„დონა ლუჩია“, ოლესია ხოროშიხი, რუსეთი, 2016; 30 წთ.
„თეთრი მგელი“, ფანი სზილაგი, უნგრეთი, 2015; 18 წთ.
„მალიკა“, ვალენტინ კრუზი, გერმანია, 2016; 10 წთ.
„მატადორი“, თურქეთი / მექსიკა, 2015; 9:45 წთ.
„მხეცი“, მიროსლავ სიკავიცა, ხორვატია, 2016; 14 წთ.
„პიკნიკი“, იური პავლოვიჩი, ხორვატია, 2015; 13 წთ.
„სახლი“, ირინა ცილიკი, უკრაინა, 2016; 12 წთ.
„ქალიშვილი“, მეჰრადად ჰასანი, ირანი, 2016; 15 წთ.
„ღამე ტოკორკიში“, როქსანა სტროე, რუმინეთი, 2016; 18 წთ.
„ყველა მდინარე ზღვაში ჩადის“, ალექსანდრუ ბადეა, რუმინეთი, 2016; 24 წთ.
„ჭარბი ტვირთი“, მარია კიარა მანჩი, იტალია, 2015; 5:45 წთ.

კინოფესტივალის სპონსორები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სასტუმრო „Divan Suites Batumi“.

კინოფესტივალის მხარდამჭერები: კინოთეატრი „აპოლო“, “ბრიტანეთის საბჭოები”, პოლონეთის აუდიო-ვიზუალური ფონდი, “ანბანის კოშკი”, სასტუმროთა ქსელი „რჩეული“, სასტუმრო “ბათუმი პლაზა”, სასტუმრო “ადმირალი”, კინოთეატრი “რუსთაველი”, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ფესტივალი Tbilisi Open Air,  HQ პროპაგანდა , ტურკომპანია “Wonderland”.

კინოფესტივალის მედია პარტნიორები: რადიო ფორტუნა, აჭარის ტელევიზია,Film New Europe www.filmneweurope.com, FILM PRINT, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები, ფაბლისითი ჯგუფი  (www.publicity.ge), გაზეთი “ბათუმლები”, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org www.facebook.com/biaffbatumi  

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org

პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org.

ტელ: 599-482181 ან 597-998272