27 სექტემბერი, 2016

ისიამოვნეთ! – ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი

keti-meluaდიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა მაქსიმალურად ცდილობს თავისუფალ დროს საქართველოში ჩამოვიდეს. ამ ზაფხულს ხელოვანი სამშობლოს ესტუმრა და გორის ქალთა გუნდთან ერთად მსმენელს საჩუქარი მოუმზადა.

ქეთი მელუამ და გორის ქალთა გუნდმა ერთობლივი სიმღერა ჩაწერეს. სიმღერაზე კლიპი მათი პირველი დიდი პროექტისთვის იქნა გადაღებული. ვიდეორგოლის გადაღებები თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში ივნისის თვეში მიმდინარეობდა.

მომღერალი გორის ქალთა გუნდთან ერთად ოქტომერში, ნოემბერსა და დეკემბერში ევროპის სხვადასხვა ქალაქში 30-მდე კონცერტს გამართავს. მანამდე კი მათი ერთობლივი ნამუშევარი ინტერნეტში გავრცელდა.