9 სექტემბერი, 2016

გიორგი ნადიბაიძემ “ახალ ტალღაზე” საპრიზო ადგილი დაიკავა

giorgi-nadibaidze123სოჭში “ახალი ტალღა 2016”-ის დასკვნითი მესამე საკონკურსო ტური გაიმართა, სადაც მონაწილეებმა სპეციალურად ამ საკონკურსო ტურისთვის დაწერილი სიმღერა შეასრულეს.

საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ნადიბაიძემ კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის მიერ დაწერილი სიმღერა “Now I Feel The Love” იმღერა და ჟიურისგან უმაღლესი ქულები – 11, 11, 11, 10, 11, 11, 11, 11, 10, 11, 11, 10, 11 – ჯამში 140 ქულა დაიმსახურა.

საბოლოო შედეგით, საქართველოს წარმომადგენელმა 420 ქულით მესამე საპრიზო ადგილი დაიმსახურა.

წელს “ახალ ტალღაზე” საქართველოს კიდევ ერთი ქართველი მომღერალი ალისა დანელია წარადგენდა. მან მესამე ტურში ქართული სიმღერა შეასრულა და 399 ქულით მე-11 ადგილი დაიმსახურა.

“ახალი ტალღა 2016”-ის გამარჯვებულები იტალიელი ვოლტერ რიჩი და ხორვატი დინო გახდნენ 425-425 ქულით, მეორეზე ადგილზე კი 424 ქულით უკრაინელი გალინა ბეზრუკი გავიდა.