Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ვემშვიდობებით კიდევ 4 ძეგლს”

3 აგვისტო, 2016

tamar-amashukeli1დედაქალაქში მშენებლობების ბუმი ბოლო წელია აღარავის უკვირს, მაგრამ როდესაც ახალი კორპუსები ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობის დანგრევის ხარჯზე უნდა აშენდეს, საზოგადოება ვალდებულია ხმა აიმაღლოს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

“ტფილისის ჰამქარის” წევრი თამარ ამაშუკელი ავრცელებს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე 4 ძეგლის სტატუსის მქონე სახლი სავალალო მდგომარეობაშია.

თამარ ამაშუკელი:

” დააჯდათ სიკვდილის ბუზი: ჩიკოვსკის 10 , 12, თაბუკაშვილის 42, ზუბალაშვილის 42.

პ.ს. ვემშვიდობებით კიდევ 4 ძეგლს”.

თამარ ამაშუკელის განცხადებას ისტორიკოსი ვლას ვაწაძე გამოეხმაურა:

“ჩაიკოვსკის 10, ეს ის სახლია, რომელშიც ჩაიკოვსკი ცხოვრობდა და რომელსაც რუსთავი 2-მა სიუჟეტიც მუძღვნა! რამდენიმე ამ სახლთაგანს მე და შალიკამ (დათო შალიკაშვილი) გადავუღეთ ფოტოები და ჯგუფში “ძველი თბილისი” გავაზიარეთ! ამ სახლებს ანგრევენ და წინასაარჩევნოდ ახალ სიმახინჯეებს შეტენიან თბილისს! ესე როგორ უნდა გეზიზღებოდეს თბილისი?”

dzeglebs-angreven1