Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გელა გურალიას რუსეთში სიმღერა აუკრძალეს

30 აგვისტო, 2016

gela1რუსული “ახალი ხმის”აღმოჩენის გელა გურალიას კონცერტები სრული ანშლაგებით მიმდინარეობს. გულშემატკივართა უზარმაზარ არმიას მომღერალი ახალ-ახალი სიმღერებით ანებივრებს და თითქმის ყველა ქალაქში ჩადის, სადაც მის შემოქმედებაზე მოთხოვნა მაღალია.

რუსეთის ქალაქ ნოვგოროდში 2 ოქტომბერს გელა გურალიას კონცერტი უნდა გამართულიყო. როგორც მომღერალმა აღნიშნა, კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებით, მან აპრილში ოფიციალურად მიმართა ნოვგოროდის საკონცერტო დარბაზის ხელმძღვანელობას და ყველა საჭირო დოკუმენტიც გადაუგზავნა.

კონცერტის მზადების პროცესში, ნოვგოროდის საკონცერტო დარბაზმა დაამზადა და გამოფინა მომღერლის აფიშა კონცერტის ჩატარების თარიღთან ერთად, თუმცა ივნისში შემდგარ სატელეფონო საუბარში გაირკვა, რომ გელა გურალიას კონცერტი არ ჩატარდება, მიზეზი კი მომღერლისთვის არ დაუსახელებიათ.

გელა გურალიამ საკონცერტო დარბაზის ხელმძღვანელობას წერილი გაუგზავნა და მოითხოვა, წერილობითი ახსნა კონცერტის გაუქმების მიზეზებზე. მომღერალს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

სატელეფონო საუბრით გაირკვა, რომ მოქმედი კანონით, სხვა ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება საქმიანი მოღვაწეობა რუსეთის ფედერაციაში. თუმცა გელა გურალია ინდ-მეწარმეა და მასზე ეს კანონი არ ვრცელდება. მოგვიანებით, საკონცერტო დარბაზის იურისტმა ოლგა პაპინამ მომღერალს განუცხადა, რომ საკანონმდებლო ნორმის შერჩევისას შეცდომა მოუვიდა და სულ სხვა მუხლი დაასახელა.

გელა გურალიას იურისტის მტკიცებით, მას, როგორც ინდ-მეწარმეს კანონი არანაირ შეზღუდვებს არ უქმნის, თუმცა ფაქტი ჯიუტია – ნოვგოროდში დაგეგმილი გელა გურალიას კონცერტი აღარ გაიმართება.

შეუქმნის თუ არა იგივე პრობლემებს მომღერალს მოქმედი კანონმდებლობა რუსეთის სხვა ქალაქებში, ამ დროისთვის უცნობია.