დათო კენჭიაშვილი: “მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისათვის…”

1dato-kenchiashviliარაერთი ცნობილი სიმღერის შემსრულებელი დათო კენჭიაშვილი არასოდეს გამოირჩევა ხისტი და ხმამაღალი განცხადებებით, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მომღერალს მიაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხების არცოდნა დანაშაულის ტოლფასია.

დათო კენჭიაშვილი:

“მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ამ ადამიანის გმირობას ვერ გაიგებს და არც კი იცის, ვინ არის და რატომ დასთმო თავისი ისედაც ხანმოკლე ცხოვრება.”

ეს განცხადება მომღერალმა 32 წლის გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

გიორგი ანწუხელიძემ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი და სამშობლოსთვის თავდადებულის მედალი ეროვნული გმირის წოდებასთან ერთად სიკვდილის შემდეგ მიიღო.

მან თავისი სიმამაცით და გმირობით სამუდამოდ დაამახსოვრა თავი საქართველოს. ჯარისკაცი 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში წამებით მოკლეს.