14 აგვისტო, 2016

შეწყდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უკანონო ნგრევა

kulturuli-memkvidreobaსაქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავიზიტო ბარათია. სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ ძეგლის სტატუსის მქონე შენობები მაინც ინგრევა.

– არ მისცეთ საშუალება გააგრძელონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება, – ამ ინიციატივით გამოვიდა აჭარაში პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა ლაგაზიძე.

მან ხელისუფლება აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მასიურ განადგურებაში დაადანაშაულა და იმ 15-მდე შენობის სია წარმოადგინა, რომლებიც ბოლო წლების პერიოდში უკანონოდ დაინგრა.