14 აგვისტო, 2016

“მე არ მინდა მერქვას გრუზია!”

1maia-darsmelidმუსიკოსი და მომღერალი მაია დარსმელიძე თავისი პირდაპირობით საზოგადოების ნაწილს აღიზიანებს, თუმცა თავად მიაჩნია, რომ რაც არ უნდა მწარე იყოს, სიმართლე უმთავრესია.

მუსიკოსი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და კონკრეტული და უკომპრომისო მოქმედებების საჭიროებას ხედავს.

მაია დარსმელიძე:

“არასოდეს ვყოფილვარ ვინმეს საკუთრება და 2012-ში ნაციონალებზე კარგი (აქ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კარგს ვგულისხმობ ქვეყნისთვის) რომ მოსულიყო მთავრობაში, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, საჯაროდ დავუჭერდი მხარს.

მე ვიცოდი, რომ ქართული ოცნება ქვეყნის გასანადგურებლად მოვიდა და არაფრის დიდებით არ დავდგებოდი ჩემი ქვეყნის მტრების მხარეს.

დღეს ბევრმა “გამოიღვიძა”, მათ შორის, ჩემს ფრენდლისტში ყველაზე “აპოლიტიკურმა” ტიპებმაც. მიხარია, რომ ამ მარაზმმა გაგვაერთიანა, მაგრამ მხოლოდ გაბრაზებული პოსტები არ კმარა. მოქმედებაა საჭირო. კონკრეტული და უკომპრომისო. მე არ მინდა მერქვას გრუზია!”