5 აგვისტო, 2016

ანა დოიაშვილი ბერკლის სტუდენტია

ana-doiashvili1მომღერალი ანა დოიაშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ “ანა ბანას” მუსიკალური პროექტიდან გაიცნო, ბერკლის სტუდენტი გახდა. რეჟისორ დავით დოიაშვილის ქალიშვილმა ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და იანვრიდან მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება.

ინფორმაცია ამის შესახებ ანა დოიაშვილმა თავად გაავრცელა:

“ბევრი სირთულის მიუხედავად დღეს ბერკლის სტუდენტი გავხდი! იანვრიდან ვიწყებ ახალ ცხოვრებას! ყველას ძალიან ძალიან დიდი მადლობა!”

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებელი – ბერკლის სამუსიკო კოლეჯი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში 1945 წელს დაარსდა. მუსიკალურ სფეროში ბერკლი ითვლება, როგორც წამყვანი კოლეჯი სხვადასხვა მნიშვნელოვან დარგში თანამედროვე მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და ინოვაციების თვალსაზრისით. ბერკლის კურსდამთავრებულები გრემისა და სხვა მრავალი მუსიკალური ჯილდოს ლაურეატები არიან.