8 ივლისი, 2016

თიკა ფაცაციას ტრაგედია

tika-facacia1მომღერალ თიკა ფაცაციას ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს. “სხვა შუადღის” ერთ-ერთ წამყვანს ბიძაშვილი მოუკლეს.

თიკა ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოკლულ ბიძაშვილს ემოციური ჩანაწერით და ფოტოთი ემშვიდობება.

მომღერლის ბიძაშვილი რამდენიმე დღის წინ კანდელაკის ქუჩაზე მოკლული 31 წლის მიხეილ ცხაკაიაა.

თიკა ფაცაცია:

“ამ წარწერას მთელი ბავშვობა ვხედავდი ჩვენი ბებია ბაბუის სახლში, უკანა აივანზე საკუთარი ხელით რომ ამოეჩორკნა. დავხედავდი, გავიღიმებდი და გავივლიდი.

mixo1

დღესაც დავხედე და ცრემლებმა დამახრჩო. მიხო, ჩემი ბიძაშვილი, საოცრად სათნო, მუდმივად მომღიმარი და კეთილშობილი ბიჭია, გამორჩეული იუმორით. ბევრი ბავშვური მოგონება ამომიტივდივდა.

ერთად რომ “ვაშავებდით”, ერთად რომ ვცელქობდით. გავიზარდეთ, ამ ისტორიებზე ვიცინოდით. ისე ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, მაგრამ ყოველთვის მეიმედებოდა.

მიხო ჩვენთან აღარაა, ეს “ვიღაცამ” გადაუწყვიტა. სიყვარულისთვის. მიხოს მაინც ბევრი სიყვარული მიყვება, ზღვა სიყვარული.”