17 ივლისი, 2016

“რომ არ ვთქვა, არ შემიძლია”

1suxita-მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი თითოეულ ქართველს მიმართავს, ღრმად ჩაუკვირდნენ საკუთარ თავს და როცა გაივლიან იმ ვარსკვლავებთან, ვისი ვარკვლავიც გახსნილია ფილარმონიასთან, ჰკითხონ შინაგან მეს, უნდა იყოს თუ არა იქ ნანული აბესაძის ვარსკვლავი.

გიორგი სუხიტაშვილი:

“ნანული აბესაძეს შეუსრულდა 80 წელი, გაიმართა მისთვის მიძღვნილი კონცერტი, რომელიც ძალიან თბილი და უშუალო გამოვიდა.

ძალიან მიხარია, რომ ამ საღამოს ნაწილი ვიყავი. არ მოვყვები მადლობებს, უბრალოდ მინდა ყველა კარგად იყოთ ვინც, აი, ამ საღამოს შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

მომეცა საშუალება გამეხსენებინა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პედაგოგი სულიკო კოროშინაძე, რომლის ნამღერი ორი სიმღერა შევასრულე და ამით ბედნიერი ვარ.

უბრალოდ, რომ არ ვთქვა არ შემიძლია. მავანნო, რომ გაივლით იმ ვარსკვლავებთან, ვისი ვარსკვლავიც გახსნილია ფილარმონიასთან, აუცილებლად ჰკითხეთ საკუთარ თავს, ნანული აბესაძის ვარსკვლავი უნდა იყოს თუ არა მანდ, სირცხვილია!

დიდ ხანს იცოცხლოს ნანულიმ და იმ ადამიანებმა, ვისაც უყვარს ხელოვნება, ვინც ხედავს ღვაწლს და ვისთვისაც მხოლოდ საკუთარი მე არ არის სამყარო…”