ქართველი საოპერო მომღერლის გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე

giorgi-cincadzis-gamarjveba1ქართველი საოპერო მომღერლები ქართულ საზოგადოებას თავისი წარმატებებით ყოველთვის ანებივრებენ.

მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების სცენებზე მოღვაწეობის გარდა, ისინი საერთაშორისო კონკურსებშიც მონაწილეობენ, სადაც გამარჯვებებს აღწევენ.

გამონაკლისი არც ახალგაზრდა ტენორი გიორგი ცინცაძეა. ის ერთადერთი ქართველი იყო მე-9 საერთშორისო კონკურსში Arteincanto colline Del Medio Vomano 2016, სადაც ლაურეატის წოდება მოიპოვა.

გიორგი ცინცაძე მაყურებლის სიმპათიის ჯილდოს მფლობელიც გახდა.