9 ივლისი, 2016

ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკოსების უნდობლობა სამხატვრო ხელმძღვანელს

1tbilisi-operaზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მუსიკოსებმა სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს უნდობლობა გამოუცხადეს.

გუნდის თანამშრომლებმა მონაწილეობა არ მიიღეს თეატრში დაგეგმილ სამხატვრო საბჭოს არჩევნებში, რომელიც ხმაურიანად წარიმართა.

როგორც მუსიკოსები აცხადებენ, დავით კინწურაშვილი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს, თეატრში ახალი საოპერო სპექტაკლები არ იდგმება, ფული არამიზნობრივად იხარჯება და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დიდ პრემიებს იღებენ.

ოპერის თეატრის თანამშრომლები კულტურის სამინისტროს ამ საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების ბრალდებებს დავით კინწურაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, თეატრში ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის სამხატვრო საბჭოს ახალი დანიშვნაა, რაც ყოველთვის ხმაურიანია.