“ჰერიო ბიჭებო” ბექა გოჩიაშვილისა და სტენლი კლარკისგან

stenli-klark1მსოფლიოში ცნობილმა და ლეგენდარულმა ჯაზ-მუსიკოსმა სტენკლი კლარკმა შვეიცარიაში St. Moritz Festival de Jazz-ზე გია ყანჩელის “ჰერიო ბიჭებო” ცნობილ ქართველ ჯაზმენთან ბექა გოჩიაშვილთან ერთად შეასრულა.

ქართველი კომპოზიტორის სიმღერის შესრულების სურვილი თავად სტენლი კლარკმა გამოთქვა.

კომპოზიციის აჟღერებამდე, საღამოზე მისულ საზოგადოებას მსოფლიო ლეგენდამ სიმღერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქართული სიმღერაა.

ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერი ამის შესახებ ბექა გოჩიაშვილმა გაავრცელა:

“სტენლის იდეით ჰერიო ბიჭებოს ვუკრავთ შვეიცარიაში St. Moritz Festival de Jazz-ზე. გიზიარებთ რა ძმურად!

ესეც დღევანდელი ჰერიო ჩემგან და სტენლისგან!”