17 ივლისი, 2016

“დაიწყო 30 საათიანი ბრძოლა გადარჩენისთვის”

nikoloz-wulukidze1“დაიწყო 30 საათიანი ბრძოლა გადარჩენისთვის” – ამ განცხადების ავტორი თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეა.

finita la kommedia!!! – ასე დაასათაურა თავისი ჩანაწერი თეატრის კრიტიკოსთა კავშირის თვავმჯდომარემ, რომლისთვისაც რამდენიმე საათმა ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

ნიკოლოზ წულუკიძე:

“ბედნიერი დასვენების შემდეგ, მე და თეკა ამსტერდამიდან საქართველოში ვბრუნდებოდით.

თურქეთში ჩაფრენამდე ერთი საათით ადრე, მოვხვდით საშინელ ტურვალენტურ ზონაში, რის გამოც, თვითფრინავი მოწყდა და 17 მეტრი იფრინა დედამიწის მიმართულებით. სალონში ატყდა პანიკა, რამდენიმე ადამიანს წაუვიდა გული და ჩაცვივდნენ ურთულეს მდგომარეობაში.

რომ არა ატლასგლობალის საოცრად გამოცდილი პილოტი, ავიაკატასტროფა გარდაუვალი იყო. როგორც იქნა დავმშვიდდით და გავაგრძელეთ ბედნიერი ცხოვრება…

ათათურქის აეროპორტში აფრენისას კი გამოგვიცხადეს, რომ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობაა და ვერ გავფრინდებითო, ჩამოგვსვეს თვითფრინავიდან და… დაიწყო 30 საათიანი ბრძოლა გადარჩენისთვის.

აეროპორტში უკვე დაგვხვდენ სამხედრო გადატრიალების მომხრეები იარაღით ერდოღანის დასაპატიმრებლად, ამასობაში ტერიტორიაზე შემოვიდა დაახლოებით 10 000 მოქალაქე პრემიერ ერდოღანის მომხრე და დაიწყო საშნელი დაძაბულობა.

ათათურქის აეროპორტში ყველა თანამშრომელი და დაცვის წარმომადგენელი ერთ წუთში გაქრა, სანგარში ჩავიდნენ და დავრჩით ასე სიკვდილის პირისპირ: სამი მძიმე ონკოლოგიური პაციენტით, 6 მცირეწლოვანი ბავშვით და სამოცდაათი ქართველით.

რამდენიმე წუთში ატყდა პანიკა და ხალხმა გაურკვეველი მიმართულებით დაიწყო სირბილი… მოკლედ რომ არა ატლასგლობალის და საქართველოს საკონსულოს განსაკუთრებული მხარდაჭერა, კაცმა არ იცის ეს ამბავი როგორ დამთავრდებოდა.

პ.ს. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვნახე ერთმანეთზე ასე მზრუნველი ქართელები!!! ალბათ უბედურებაა საჭირო, რომ გვიყვარდეს და ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს…”