11 ივლისი, 2016

ბადრი ბეგალიშვილის სახლი იყიდება

badri-begalishvili1საქართველოს სახალხო არტისტის ბადრი ბეგალიშვილის სახლი იყიდება. ინფორმაციას მისი შვილი, უმცროსი ბადრი ბეგალიშვილი ავრცელებს:

“იყიდება სახლი, იქ, სადაც მამაჩემი, საქართველოს სახალხო არტისტი ბადრი ბეგალიშვილი ცხოვრობდა. რა ვქნა, გამიჭირდა.”

ბადრი ბეგალიშვილის ოროთახიანი ბინა დიდუბეში მდებარეობს და მისი ფასი 37.000 დოლარია.

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ბადრი ბეგალიშვილი 80 წლის ასაკში 3 წლის წინ გარდაიცვალა. მისი სამივე შვილი ზურა, ალეკო და ბადრი მსახიობები არიან. სამწუხაროდ, ზურა ბეგალიშვილი 54 წლის ასაკში  შარშან გარდაიცვალა.