17 ივლისი, 2016

4 ქართველი მსოფლიოს პრესტიჟულ საოპერო ფესტივალზე

rosinis-festivalze1კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ზაფხულის ცხელი დღეების მიუხედავად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული როსინი ოპერა ფესტივალი ელოდებათ.

ასეთ აღიარებულ ფესტივალში 4 ქართველი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაციას ამის შესახებ პიანისტი თამუნა გიგუაშვილი ავრცელებს:

“როსინი ოპერა ფესტივალი – სადაც პირველად მივიღებ მონაწილეობას! თავისი დონით და პრესტიჟით, ერთ-ერთი საუკეთესოა საოპერო ფესტივალებს შორის მსოფლიოში, ამიტომ ორმაგი სიხარული და პასუხისმგებლობაა ჩემთვის!

პიანისტებს შორის ერთადერთი ქართველი ვარ, აი, რაც შეეხება მომღერლებს, აქ როგორც ყოველთვის, უკვე წლებია იმღერებენ ჩვენი მაგარი მომღერლები! ამჯერად სალომე ჯიქია (ფლორესთან ერთად) და ციურიხის ოპერის სოლისტი დიმიტრი ფხალაძე (ევა პოდლესთან ერთად).

ორკესტრს რაც შეეხება აქაც ჩვენი მაგარი მევიოლინე ქეთი აბიათარი დაუკრვს, იმდენნი ვართ, ხუმრობენ, ცალკე ფესტივალი შეგიძლიათ გახსნათო.

ნამდვილად საამაყოა – ყველგან, სადაც მუსიკლურ სფეროში რამე ხდება, აუცილებლად ერთი ქართველი მაინცაა. ხოდა, ეს ისაა, რაშიც ნამდვილად, გადაჭრბების გარეშე, მაგრები ვართ ქართველები!”