28 ივლისი, 2016

საქართველოს მეფეებს პანტომიმის მსახიობები ბათუმში გააცოცხლებენ

romelman1საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობები საქართველოს მეფეებს ზაფხულის პერიოდში ბათუმში გააცოცხლებენ.

ორიგინალური პროექტის “რომელმან შექმნა სამყარო” რეჟისორი და იდეის ავტორია ამირან შალიკაშვილი jUNIOR:

“ეს პროექტი, რომელიც თბილისობას შედგა, ზაფხულის პერიოდში ჩატარდება ბათუმში ტურისტებისთვის, რათა საქართველოს მეფეების ისტორია გავაცნოთ სტუმრებს…

“რომელმან შექმნა სამყარო” წარმოდგენილი იქნება “ჰესტოკ ბათუმში”, საბაგიროზე შაბათ-კვირას საღამოს საათებში.”

ბათუმში ჩასული სტუმრებისთვის პანტომიმის თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ ქართლის დედას, შოთა რუსთაველს და საქართველოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მეფეებს.

romelma1