10 ივლისი, 2016

“თხოვნას შეწყალების შესახებ არ შევიტან!”

tamaz-vashakidze-shewyalebaze1ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლემ, ქართველმა ქორეოგრაფმა თამაზ ვაშაკიძემ 10 წელზე მეტია საქართველო იძულებით დატოვა. ის დღემდე ძებნაში იმყოფება, პოლიტიკური თავშესაფარიც აქვს და ლტოლვილის სტატუსიც, მაგრამ საქართველოს მოქალაქედ რჩება.

თამაზ ვაშაკიძე:

“2005 წლიდან, მას შემდეგ, რაც რეჟიმის მიერ განხორციელდა ჩემი რეპრესირება, ვიმყოფები ძებნაში. მაქვს პოლიტიკური თავშესაფარი და ლტოლვილის სტატუსი.

მიუხედავად ამისა, მე ვრჩები საქართველოს მოქალაქედ. საქართველოს მოქალაქეები არიან ასევე ჩემი მეუღლე და მამის მზრუნველობისა და ყურადღების გარეშე დარჩენილი ჩვენი სამი არასრულწლოვანი ბავშვი.

4 წელია, რაც მე და ჩემი ოჯახი ამაოდ ველით პასუხს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჩვენს ათეულობით წერილსა თუ მიმართვაზე. მიუხედავად ყველაფრისა, მე თხოვნას შეწყალების შესახებ არ შევიტან!”