16 ივლისი, 2016

“დავით სარაჯიშვილის საფლავი სტაიანკად”

1davit-sarajishvilis-anderdziმეცენატ დავით სარაჯიშვილის საფლავი “სტაიანკად” არის ქცეული. საზოგადო მოღვაწე, რომელმაც სრულიად საქართველოსთვის ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია, გარდაცვალების შემდეგ დიდი პატივით დაკრძალეს ქაშვეთის ეკლესიაში.

ინტერნეტმომხმარებელი გუჯა ბიძია ავრცელებს ფოტოს, რომელიც ქაშვეთშია გადაღებული:
“ეს დღევანდელი ფოტოა.

ქაშვეთის ეკლესიის ეზო. ეზოში საეკლესიო მაღაზია. მაღაზიის წინ დავით სარაჯიშვილის საფლავი.

და მაინტერესებს, რა გაუკეთა ამ მანქანის პატრონმა ქვეყანას, ანდა სხვამ, უკვე წლებია თავის თავს უფლებას რომ აძლევენ დავით სარაჯიშვილის საფლავი სტაიანკად გაიხადონ.

წელიწადია უკვე ამაზე ვსაუბრობ, მართლა აქციას ხომ არ მოაწყობს კაცი ეკლესიის ეზოში…

თხოვნა მაქვს მეგობრებთან, ვინც მოხვდება იქ და დაინახავს ასე ავტომანქანას, გადაუღოს სურათი, დაუფიქსიროს ნომრები და გაავრცელოს…”

davit-saradjishvilis-saflavi1