24 ივლისი, 2016

”დადგა დრო, ყველაფერს საჯაროდ დავარქვა თავისი სახელი”

kintsura5დირიჟორი დავით კინწურაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასმა სამხატვრო ხელმძვანელის თანამდებობიდან გადააყენა.

დასმა მას პრეტენზიები წაუყენა და პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. დავით კინწურაშვილმა პირობა დადო, რომ ყველა პრეტენზიას საჯაროდ გასცემდა პასუხს და ეს პირობა შეასრულა.

დავით კინწურაშვილი:

”ძვირფასო მეგობრებო,

როგორც დაგპირდით, დადგა დრო, ყველაფერს საჯაროდ დავარქვა თავისი სახელი. მე გთავაზობთ, გაეცნოთ ტექსტს, რომლითაც ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გავეცი პასუხი.

აღნიშნული ტექსტი უკვე გაიგზავნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. აქ მოცემული ფაქტები უკვე კარგა ხანია საზოგადოების განსჯის საგანია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა ხდება სინამდვილეში.

გთავაზობთ ჩემს წერილს (პასუხს):  https://www.facebook.com/davit.kintsurashvili.9/posts/10201810798589169