18 ივლისი, 2016

“ვეფხისტყაოსანი” დავიწყეთ!”

vefxistyaosani-daiwyo-rustavelis-teatrshi1რეჟისორი რობერტ სტურუა თეატრის მოყვარულ საზოგადოებას დიდხანს ჰპირდებოდა, რომ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანს” სცენაზე გააცოცხლდებდა.

მაესტროს დაპირება წლების განმავლობაში დაპირებად რჩებოდა, თუმცა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გადაწყვიტა ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანოს და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად პირველი რეპეტიცია გამართა.

“პირველი რეპეტიცია. “ვეფხისტყაოსანი” დავიწყეთ!!! – ასეთი განცხადება გაავრცელა

რუსთაველის თეატრის მსახიობმა სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძემ.

რობერტ სტურუას და მსახიობების პირველი შეხვედრის ფოტოები რუსთაველის თეატრმაც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ რეჟისორის ახალ სპექტაკლში ია სუხიტაშვილი, ლევან ხურცია, დავით უფლისაშვილი, ბესო ზანგური, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე არიან მიწვეული.