19 ივნისი, 2016

ქართველი მომღერლები მოსკოვის დიდ თეატრში

didi-teatriქართველი საოპერო მომღერლების წარმატება დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. ამჯერად მათ რუსეთში ასახელეს სამშობლო და საკუთარი ნიჭით გააოცეს რუსები.

მოსკოვის დიდმა თეატრმა ქართველი საოპერო მომღერლები თავის დასში ჩარიცხა.

თეატრმა ტრადიციული ახალგაზრდული საოპერო პროგრამის მოსმენა ჩაატარა, სადაც ქართველი საოპერო მომღერლებიდან მონაწილეობდნენ გიორგი სტურუა და ალუდა თოდუა.

ალუდა თოდუა დიდი თეატრის დასში ჩაირიცხა სრულუფლებიან სოლისტად, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდა სოლისტი გიორგი სტურუა კი მოსკოვის დიდი თეატრის ახალგაზრდულ ჯგუფში აიყვანეს.