Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დეარდევილის და კაბუკის შემქმნელის გამოფენა თბილისში

22 ივნისი, 2016

dardevili123 ივნისს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში ამერიკელი მხატვრისა და ავტორის დეარდევილის, ელიესის: ჯესიკა ჯონსის და კაბუკის შემქმნელისა და მხატვრის დევიდ მაკის გამოფენა გაიხსნება.

დევიდ მაკი კაბუკის კომიქსის სერიების შემქმნელი და მწერალია. ის ასევე არის მარველის დეარდევილის მწერალი და მხატვარი. მან შექმნა პოლ მაკარტნის, ამანდა პალმერის, თომას ჯეინსის და ვინსენტ დონოფრიოს მუსიკალური ალბომების დიზაინი.

იგი მუშაობს და ქმნის ანიმაციას MTV-სთვის და წერს რეჟისორ ჯონ ჰუსა და კომპანია ელექტრონული ხელოვნებისთვის ვიდეო თამაშების პერსონაჟების დიზაინს.

მისი შემოქმედების ნუსხაშია ინტერაქტიული, ანიმაციური პრომო „შეუძლებელი მისია ოთხისთვის“, ნახატები ექიმ არუნ გრანდის ესესთვის “არაძალადობის კულტურა” და სხვა.

მსოფლიოში ცნობილი ხელოვანი გარდა კაბუკისა და დეარდევილის ნახატებისა „Fight Club 2”-ის გარეკანებს, პირად ნამუშევრებსა და გამოჩენილი ადამიანების პორტრეტებს გამოფენს, მათ შორისაა პრინცის, დუვიდ ბოუვის პორტრეტები.

devid1

დევიდ მაკის გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.