Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სოთბის აუქციონზე ავთო ვარაზის გაყალბებულ ნახატს ყიდიან

avto-varazis-naxati1– ეს ავთო არ არის! – ასეთ განცხადებას აკეთებს ლევან ვარაზი სოთბის აუქციონზე გატანილ ავთო ვარაზის ნამუშევართან დაკავშირებით:

“არ მაქვს იურიდიული უფლება ვთქვა, რომ ეს გაყალბებაა (მე მხოლოდ “ჩემი ვერსიის” უფლება მაქვს). ეს არც ჩემი მოვალეობაა – ავთოს მემკვიდრეობას მოვუარო: ავთოს ჰყავს ქვრივი და შვილები. და კიდევ არსებობს “კულტურის სამინისტრო” და მრავალი ხელოვნებათმცოდნე და ექსპერტი, ვისი პროფესიული ვალდებულებაცაა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას მიხედოს. ანუ ეს მე არ მეხება “პროფესიულად”. მაგრამ ეს ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა ბაბუაჩემის ძმის და ჩემი მასწავლებლის მიმართ. მხოლოდ ამიტომ ვწერ ამას. ეს ავთო არ არის. და უცნაურია, რომ ეს ”фальшивка” არა რუსეთის კრიმინალურ ბაზარზეა გატანილი, არამედ ლონდონის ”Sotheby’s”-ზე.”

ლევან ვარაზის ბრალდებებს გამოეხმაურა ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახია:

“ავთო ვარაზის ნამუშევარზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო! 45X51, კოლაჟი, 1976. შემთხვევით გადავაწყდი ბატონი ლევან ვარაზის პოსტს, სადაც დანამდვილებით აცხადებს, რომ ამ ნამუშევრის ავტორი ავთო ვარაზი არ არის. მინდა დავამშვიდო საზოგადოება, რომ ნამუშევარი ნამდვილად ავთო ვარაზისაა და იგი რამდენიმე სხვა ნამუშევართან ერთად მისმა ოჯახმა გამოისყიდა 5-6 წლის წინ მოსკოვში, სადაც თავად ავთოს დაუტოვებია თავისი ავადმყოფობის პერიოდში. შემოწმებულიც არის, გადამოწმებულიც არის და უკვე გაგზავნილიც არის ლონდონში. 7 ივნისს ეს ნამუშევარი Sotheby’s-ს გაყიდვებში მიიღებს მონაწილეობას. ნამუშევარი ნამდვილად ავთო ვარაზის ოჯახიდანაა და ვფიქრობ, ბატონ ლევანს იგი უბრალოდ “გამორჩა”. ვისაც აინტერესებს ამბავი, იმასაც დავამატებ, რომ აუქციონზე გატანილი იქნება საბჭოთა და ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ნონ-კონფორმისტული არტი. ასე რომ, მორჩეს აურზაური არაფრის გამო!”

7 ივნისს ლონდონში, სოთბის აუქციონზე ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნახატებთან ერთად ავთო ვარაზის ნახატიც გაიყიდება.