Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

შინდისის გმირები საერთაშორისო ასპარეზზე

16 მაისი, 2016

shindisis-gmirebi1შინდისის გმირები და მათი თავგანწირვა უკვე გახდა ქართული საზოგადოებისთვის მისაბაძი მაგალითი. მსახიობმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა ედმონდ მინაშვილმა მათ გმირობაზე გადაიღო “შინდისის გმირები” და “რუსული დერეფანი”.

ამჯერად შინდისის გმირებზე Mike Downey’s Film and Music Entertainment-მა Independent Film Studios-თან, 20 Steps-თან და Lakumi-სთან ერთად მხატვრული ფილმის გადაღებები დაგეგმა, რომელიც საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის კო-პროდუქცია იქნება.

“შინდისი” – ასე ეწოდება ფილმს, რომლის პროდიუსერი ედმონდ მინაშვილია, რეჟისორია ნიკა აგიაშვილი, სცენარის ავტორი ირაკლი სოლომანაშვილი, კომპოზიტორი გია ყანჩელი. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ მერაბ ნინიძე, მიშა გომიაშვილი, ია სუხიტაშვილი, დათო ბახტაძე.

მხატვრულ ფილმში მოქმედებები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისში ვითარდება. 11 აგვისტოს სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული. 17-მა ქართველმა მებრძოლმა მტერს წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწია და გმირულად დაიღუპა.

ახალ მხატვრულ ფილმს უკვე გამოეხმაურა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამოცემა variety, რომელმაც საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის კო-პროდუქციას ვრცელი სტატია მიუძღვნა.