Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი პიანისტის გამაოგნებელი პროექტი სიმფონიურ მუსიკაში

30 მაისი, 2016

giorgi-mikadze1თანამედროვე მუსიკალური სამყაროსთვის უკვე კარგად ცნობილმა ქართველმა ხელოვანმა, ნიუ-იორკში მოღვაწე ჯაზისა და პოპ-მუსიკის ამომავალმა ვარსკვლავმა, პირველმა ქართველმა ჯაზ-მაგისტრმა გიორგი მიქაძემ სიმფონიური მუსიკის მიმართულებით კიდევ ერთი გამაოგნებელი პროექტი შესთავაზა მსმენელს.

გიორგი რამდენიმე წელია, რაც აშშ-ში ცხოვრობს და თავისი წარმატებული საგანმანათლებლო თუ საკონცერტო ცხოვრებით საქართველოს უდიდეს პოპულარიზაციას უწევს. ქართული კულტურის ელჩი, მსოფლიოს წამყვანი ფესტივალების და პრესტიჟული საკონცერტო დარბაზების ყოველთვის სასურველი სტუმარია.

„უნივერსალური შემსრულებელი“, “ვირტუოზი“, „ღრმა მოაზროვნე“, „ექსპერიმენტატორი“, „ხელოვანი ინდივიდუალური მხატვრული ხედვით“ – ასე მოიხსენიებენ მას ცნობილი იმპრესარიოები, კრიტიკოსები, სხვადასხვა თაობის ხელოვანები და მუსიკალური ელიტის წარმომადგენლები.

გიორგი უამრავი ნოვატორული პროექტის ავტორია და შესანიშნავად ფლობს თითქმის ყველა ჟანრის და სტილის მუსიკალურ მიმდინარეობას. გიორგი მუდიმივად შემოქმედებითი ძიებების პროცესშია და ხშირად გვთავაზობს, ექსპერიმენტულ, უჩვეულო, სრულიად გამორჩეულ ჟღერადობის მუსიკას, სადაც ჯაზის, კლასიკური მუსიკის, ჰიპ-ჰოპის, ელექტრო-აკუსტკური, ფანკის, Fusion-ის, R&B-ის და სხვა თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების ორგანული სინთეზია ქართულ ფოლკლორთან.

ქართველმა პიანისტმა სულ ახლახანს მან დაასრულა მისთვის, როგორც კომპოზიტორისათვის და არანჟირებების ავტორისათვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა. რამდენიმე თვიანი აქტიური მუშაობის შედეგად გიორგიმ Manhattan School of Music-ის JAZZ PHILARMONIC ORCHESTRA-სთან კოლაბორაციის შედეგად შექმნა 2 სტილურად და აზრობრივად სრულიად განსხვავებული ნაწარმოები.

პირველი ჯაზ-ფილარმონიული ორკესტრისათვის შექმნილი ნაწარმოებია სახელწოდებით „მუშვანი“ MUSHWAN, რომელიც სვანური მუსიკალური ფოლკლორის, ჯაზის, აფრიკული და კლასიკური მუსიკის მოტივებზეა აგებული.

„Trap Music“ ახალი მუსიკალური მიმდინარეობაა, რომელმაც განსაკუთრებული აქტუალურობა ბოლო ათწლეულებში შეიძინა ბიონსეს, ლეიდი გაგას, ჯეიზის, კანიე უესტის, აუთქასთის, თრევის სკოტის და სხვათა ჩანაწერებით.

გიორგი მიქაძემ ამ ორიგინალური და გრანდიოზული პოექტის განხორციელება გადაწყვიტა რაინ ისტერთან (Ryan Easter) ერთად, რომელთანაც მას რამდენიმე წლიანი შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს და მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები აქვთ გაკეთებული ჯერ კიდევ Berklee College of Music-ში სწავლების პერიოდში (Michael Jackson – “Love Never Felt So Good”, Cover by Giorgi Mikadze; Giorgi Mikadze – Azamat; Giorgi Mikadze Group performs “Lose My Mind” by TIGER SPEAK), ისევე, როგორც წინა შემთხვევაში ამჯერადაც მათი თანამშრომლობით ძალიან საინტერესო მუსიკალური პროდუქტი შეიქმნა. სახელწოდებით „VICES“.

Trap Music-ის და სიმფონიური მუსიკის ეს უნიკალური ნიმუში, რომლის მუსიკალური დირექტორი, გაორკესტრების და არანჟირების ავტორი გიორგი მიქაძეა, აერთიანებს მრავლ თანამედროვე მუსიკალურ მიმდინარეობას, მათ შორის ჰიფ-ჰოფს, R&B-ის, ელექტრონულ საცეკვაო მუსიკას, “trap house”, “trap-ah-ton”, “trapstep” და მინიმალისტური მუსიკის ელემენტებს.

Trap Music-ის და ზოგადად ჰიფ-ჰოფის სპეციფიური სტილიდან გამომდინარე წამყვანია რეპერის ერთი მხრივ აგრესიული Spoken word-ი.

ნაწარმოების ჩაწერა მოხდა Manhattan School of Music-ის JAZZ PHILARMONIC ORCHESTRA-ს მიერ. დიროჟორი გახლდათ ძალიან ცნობილი და აღიარებული მაესტრო ჯიმ მაკნილი (ჟიმ MცNეელყ). ნაწარმოებს უკვე მოყვა გამოხმაურება პროფესიანალთა მხრიდან, მათ შორის დიდი ინტერესი გამოავლინა ლეგენდარული Snoop Dogg-ის აგენტმაც.

შემოდგომაზე გიორგი მიქაძე გეგმავს ექსპერიმენტული პროექტი სიმფონიური მუსიკის მიმართულებით საკონცერტო ფორმატით ფართო მსმენელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ პერესტიჟულ საკონცერტო დარბაზში წარუდგინოს.