ქართველი მომღერალი ავსტრიის “ცეკვავენ ვარსკვლავებში”

qartveli-avstriul-cekvaven-varskvlavebshi1დღეს ბევრი ქართველი ხელოვანი მსოფლიოშია გაბნეული და საქმიანობას საზღვარგარეთ აგრძელებს. ნიჭიერება თავის გზას არ კარგავს და ქართველებიც ხან სად გვასახელებენ, ხანაც სად.

გამონაკლისი არც ავსტრიის “ცეკვავენ ვარსკვლავებია”, სადაც ადგილობრივებთან ერთად ქართველი ხელოვანიც მონაწილეობს.

მომღერალი გიორგი მაკალათია ვენაში 27 წელია ცხოვრობს. მან პროექტში მონაწილეობაზე თანხმობა დაუფიქრებლად განაცხადა და ჟიურის და მაყურებლის მოხიბვლა პირველივე ტურში შეძლო.

134 კილოგრამიან კონკურსანტის ცეკვას თავიდან ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ ოთხი შვილის მამამ ყველა კონკურსანტს აჯობა, ტურიდან ტურში თავდაჯერებულად გადავიდა და “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალამდეც მიაღწია – გიორგი მაქაცარია ავსტრიის “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მესამე ადგილზე გავიდა.