15 მაისი, 2016

ხელოვნების სასახლეში ძვირფასი ძეგლები გამოიფინება

tanamedrove-qartuli-qristianuli-xelovneba118 მაისს ხელოვნების სასახლეში უნიკალური გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ქართული ქრისტიანული ხელოვნების შედევრები, ოქროსგან და ვერცხლისგან დამზადებული ძვირფასი ძეგლები, კვერცხის ტემპერით დახატული სახეები, ტიხრული მინანქრით დამშვენებული ხატები.

ეს არის ხელოვნების ნიმუშები, რომლებზეც უიშვიათესი სახეებია გამოსახული. გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი იხილავს საშუალება „შეწიაღებული ღვთისმშობლის”, უდიდესი ქართველი მოაზროვნეების იოანე პეტრიწისა და იოანე ჭიმჭიმელის, ასევე კვირიკესა და ივლიტას, ძმები კარბელაშვილების, ექვთიმე კერესელიძის, ფილიმონ ქორიძის და სხვათა საუცხოო იკონოგრაფია.

ხელოვნების ნიმუშები შესრულებულია თამარ გოჩიაშვილის, დავით ხიდაშელისა და დეა ჯაბუას მიერ, ზურაბ ჩიქვინიძის, პაატა ღონღაძის, გეგი ქურდიანის, ანდრია ჩიქვინიძის, ვაჟა სვიმონიშვილისა და ზაზა მაჭავარიანის თანამონაწილეობით.

გამოფენა 18 მაისს 20 საათზე ხელოვნების სასახლის დავით არსენიშვილის დარბაზში გაიხსნება და 30 მაისამდე გაგრძელდება.