10 მაისი, 2016

ხელოვანები გირშელ ჯავახიშვილის დასახმარებლად ერთიანდებიან

girshel-javaxishvili12“ძალა ერთობაშია” – ასე ეწოდება კონცერტს, რომელსაც “ვანოს შოუს” ყოფილი მუსიკოსის გირშელ ჯავახიშვილის დასახმარებლად ხელოვანები ჩაატარებენ. 35 წლის მუსიკოსი ამერიკაში იმყოფება და სიმსივნეს ებრძვის.

მომღერლები და მუსიკოსები კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ და თანხას მთლიანად გირშელის დასახმარებლად გადარიცხავენ.

10 მაისს, 20 საათზე კონსერვატორიაში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბექა გოჩიაშვილი, რომა რცხილაძე, ზაზა მარჯანიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე და ჯგუფი INSIGHT, ზუკა სიმონიშვილი, ზურა რამიშვილი, დავით მაზანაშვილი, თამაზ ყურაშვილი, ზაზა ცერცვაძე, PLAY 4 PLACE, პაატა ანდრიაძე, კახა ჯაგაშვილი, პავკა კვაჭაძე, მაია ბარათაშვილი, ნოდარ ექვთიმიშვილი, გია სალაღიშვილი, გია რაქვიაშვილი, ლევან დეისაძე, გიორგი სამსონაძე და უჩა მეტრეველი.

საქველმოქმედო კონცერტზე დასაწრები ბილეთის ფასი 20 ლარია.