6 მაისი, 2016

ევროპა ნოსტრას ოფიციალურ გვერდზე ხელოვნების სასახლის გამარჯვების ამბავი გაჩნდა!

1ewropaსაქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის – ხელოვნების სასახლის გამარჯვების ამბავი დღეს უკვე ევროპა ნოსტრას ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა!

“სიაში პირველები ვართ!” – აცხადებენ ხელოვნების სასახლეში.

“ჟიურიმ განსაკუთრებით შეაფასა ის უაზარმაზარი შრომა, რომელიც ამ სასახლის აღსადგენად და მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად დაიხარჯა, ამასთანავე ის ახლებური და სათანადო დამოკიდებულება, რაც მძიმე სიტუაციაში იქნა გამოყენებული,” – ნათქვამია ევროპა ნოსტრას და ევროპის კომისიის ოფიციალურ გვერდზე.

„ევროპა ნოსტრა“ ეს არის ჯილდო, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დარგში უმაღლეს აღიარებად ითვლება. ორგანიზაცია „ევროპა ნოსტრა“ 50 ქვეყნიდან 250 არასამთავრობო ორგანიზაციას, 150 ასოციაციას და 1500-ზე მეტ ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია ევროპის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების უნიკალური ძეგლების შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია.

ewropa2